07 მაისი 2024,   04:44
ვრცლად
მარიუპოლში სიტუაცია უარესდება, მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ტყვეების გაცვლისთვის, მზად ვარ დიალოგისთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლში სიტუაცია უარესდება. ზელენსკი მზადაა ნებისმიერ ფორმატში ტყვეების გაცვლისთვის, ის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს დილოგისთვისაც:

"მარიუპოლში სიტუაცია უარესდება. ჩვენ იქ აქამდე პოზიტიურ შედეგებზე ვერ გავედით. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ ასობით დაჭრილ მოქალაქეს. იქ ათასობით ქალი და ბავშვია. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთებას რუსეთს, არ ვიცით როდის მოხდება მარიუპოლის განბლოკვა. როცა რუსები ამბობენ რომ გაცვლისთვის მზად არიან და ბურთი ჩვენს მხარესაა, მათ არ იციან ამ დროს რა თამაშს თამაშობენ.

მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ტყვეების გაცვლისთვის. მზად ვარ გავცვალო ჩვენი მოქალაქეები რუს ტყვეებსა და ცხედრებში. მე მზად ვარ დიალოგისთვის,"- აცხადებს ზელენსკი

 

დღის ამბები