02 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
მოლაპარაკება უნდა ვცადოთ, არ უნდა დავნებდეთ - მაკრონს ჯერ კიდევ სჯერა, რომ პუტინთან დიალოგს შესაძლოა სიტუაციის გაუმჯობესება მოჰყვეს

პუტინთან მოლაპარაკებას, რომ შესაძლოა სიტუაციის გაუმჯობესება მოჰყვეს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ სჯერა. საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს რუს კოლეგასთან კვლავაც აწარმოოს დიალოგი. მისი თქმით, ახლა ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იმყოფებოდეს.

"არ გამოვრიცხავ, რომ მასთან კიდევ ერთხელ ვისაუბრო. თუმცა პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. მარიუპოლში ჰუმანიტარული წვდომის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეების გაყვანის მიზნით ეს მოლაპარაკება უნდა ვცადოთ. ვფიქრობ, არ უნდა დავნებდეთ.

თუ პუტინთან მოლაპარაკებას შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ან სიტუაციის გაუმჯობესება, ეს უნდა გაკეთდეს. მასთან მოლაპარაკებებისას არასდროს ვყოფილვარ დამთმობი ან კომპრომისის მიმცემი,"- აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

დღის ამბები