გორში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს ხვდებიან. მათ გორის მერმა უმასპინძლა. გორის მერიამ მათ ჰუმანიტარული დახმარება, სხვადასხვა პროდუქტი და ტანსაცმელი გადასცა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, მშვიდობა უსურვა და სასურსათო პაკეტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა.
"ჩვენ ჩამოვედით თქვენთან ხარკოვის ოლქიდან, ჩემი მეუღლე წარმოშობით გორელია, ჩვენ ჩამოვდიოდით სტუმრად და ძალიან მოგვწონდა აქაურობა. როდესაც დაიწყო ომი, გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით მეუღლის სამშობლოში. უკრაინაში დარჩა ჩვენი ვაჟი, ამჟამად მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში ბრძოლები. მე ძაან მიმძიმს ამაზე საუბარი. აქ ძაან კარგი ადამიანები არიან. როდესაც ჩვენ დავდიოდით მაღაზიებში, აფთიაქებში, მოსახლეობა ძალიან კარგად გხვდებოდა. მადლობლები ვართ ყველასი," - განაცხადა უკრაინელმა ლტოლვილმა ვალენტინა შევერდინამ.
უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს გორის მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც დაჰპირდა.
"კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას," - განაცხადა მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.