04 მაისი 2024,   11:47
ვრცლად
მოხალისეების შეგროვილი პასკები და წითელი კვერცხები, რომლებმაც მარიუპოლის დამცველებამდე ვერ ჩააღწია -"კურიერის" სიუჟეტი უკრაინის დედაქალაქიდან

უკრაინაში აღდგომის დღესასწაულისთვის პასკები და წითელი კვერცხები მარიუპოლის დამცველებისთვისაც გაამზადეს, მაგრამ იმის გამო, რომ პუტინი ჰუმანიტარულ დერეფანს არ ხსნის, ამ დრომდე სააღდგომო ნობათი საკვების შემგროვებელ პუნქტში რჩება.

კიევის მაცხოვრებლებმა ომის გამო პროფესია შეიცვალეს და ახლა ცდილობენ ომით დაზარალებულ უსახლკარო მოქალაქეებს და ჯარისკაცებს პროდუქტებით დაეხმარონ. მოხალისეთა ჯგუფები, საკვების გარდა, ცდილობენ ადამიანებს მედიკამენტები და ტანსაცმელიც გაუგზავნონ.

რიგით ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოს დასაცავად ხელში იარაღის აღება ვერ შეძლეს, არც ოთხფეხა მეგობრები დავიწყებიათ, რუსული არმიის მიერ განადგურებული ქალაქებიდან ძაღლები კიევში შეიფარეს, ახლა კი ცდილობენ მათ ისევ სიმშვიდეში ცხოვრება ასწავლონ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილზე ეცნობა ვითარებას, თუ როგორ იქცა უკრაინის დედაქალაქი აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ ფრონტის ზურგად და რა ხდება კიევში ამ დროისთვის.

დღის ამბები