20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
თბილისის 200-მდე ქუჩას წყალი არ მიეწოდება - მაგისტრალური მილის დაზიანებას ქალაქის ნაწილის პარალიზება მოჰყვა

თბილისის 200-მდე ქუჩას წყალი არ მიეწოდება - მიზეზი მაგისტრალური მილის დაზიანებაა.  ამის გამო, მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული იყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მუშაობენ "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ადგილზეა პოლიციაც.

"გასკდა დიდი მილი და მოხდა წყლის ჩამოდინება მარშალ გელოვანის ქუჩაზე. ჩამოიტანა ქვა-ღორღი, გადაიკეტა მოძრაობა. გამოვედით, დიდი წყლის ნაკადი რომ იყო, ავხადეთ ცხაურები, რომ უფრო კარგად გაეტარებინა ქსელში წყალი, ალბათ GWP-მაც დაკეტა, სადაც დაზიანებული იყო მილი და ახლა მიმდინარეობს გასუფთავების სამუშაოები,"- აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ჭელიძე. 

დღის ამბები