15 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ცილის არმიღების პირობებში გართულებული ჯანმრთელობა, არ იძლევა გათავისუფლების მოთხოვნის საფუძველს - მიხეილ სარჯველაძე

სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვას ვერ ესწრება ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილი, რის მიზეზადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში, ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ცილის არმიღების პირობებში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის დაყენების საფუძველს.

"როდესაც მოქალაქეების მხრიდან გაუგებარია, ცილის არ მიღების პირობებში გართულებული ჯანმრთელობის გამო, რატომ იძლევა ეს საფუძველს ვინმესთვის, რომ მოთხოვნა იყოს დაყენებული გათავისუფლების თაობაზე. ბუნებრივია, ასეთ დროს არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი და ვარაუდის საფუძველი, რომ საზოგადოების დიდ მხარდაჭერას მოიტანს. რასაკვირველია რომ ასეთი წინაპირობა, უბრალოდ, ობიექტურად არ არსებობს, მარტივი გამოსავალი აქვს შექმნილ ვითარებას, ამ შემთხვევაში - უნდა მიეხედოს ჯანმრთელობას, " - განაცხადა სარჯველაძემ. 

დღის ამბები