"ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება იყოს შემდეგი, რომელსაც რუსეთი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს" - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.
კადრი სიმსონის თქმით, "გაზპრომის" მიერ ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არის მიმდინარე კრიზისის გარდამტეხი მომენტი. მისი განმარტებით, პოლონეთისა და ბულგარეთის გაზმომარაგება ალტერნატიული მარშრუტებით – საბერძნეთიდან და გერმანიიდან გრძელდება.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კი ურჩია, რომ განაახლონ საგანგებო ვითარებისთვის ეროვნული გეგმები, შექმნან ზამთრისთვის გაზის მარაგები და მოახდინონ ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება.
""გაზპრომის" მიერ ბულგარეთისა და პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არის მიმდინარე კრიზისის გარდამტეხი მომენტი. ამჟამად პოლონეთისა და ბულგარეთის გაზმომარაგება ალტერნატიული მარშრუტებით – საბერძნეთიდან და გერმანიიდან გრძელდება.
იმის მიუხედავად, რომ ევროპის გაზმომარაგებას მყისიერი საფრთხე არ ემუქრება, შექმნილი სიტუაცია ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განაახლონ საგანგებო ვითარებისთვის ეროვნული გეგმები, შექმნან ზამთრისთვის გაზის მარაგები და მოახდინონ ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება.
რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი კონვერტაციის მექანიზმით და "გაზპრომბანკში" მეორე სპეციალური ანგარიშით რუბლებში გადახდა, სანქციების დარღვევაა და მიუღებელია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ მათ შეუძლიათ ენდონ "გაზპრომისა" და რუსეთის რეჟიმის კეთილსინდისიერებას ამ საკითხში," - ამბობს ევროკომისარი კადრი სიმსონი.