15 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიური და ნაყოფიერია - ზელენსკი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეფე კოფოდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დანიის მხარდაჭერას აფასებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მართლაც დინამიური და ნაყოფიერია," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას მაქსიმალური თავდაცვითი დახმარება სჭირდება.

"მე ვიცი, რომ დანიამ ამ საკითხში უკვე ბევრი გააკეთა და ამას აგრძელებს," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, დანიის მხარდაჭერის მიმართ რწმენა გამოხატა.

მხარეებმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმეს უკრაინის ეკონომიკისთვის ფინანსური დახმარების საკითხს.


ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიკოლაევის რეკონსტრუქციაში წამყვანი როლის შესრულებისთვის დანიის მზადყოფნა დადებითად შეაფასა.

დღის ამბები