20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია - ფრანგმა მწერალმა ახალი რომანი "დამბა ატლანტის ოკეანის წინააღმდეგ" წარადგინა

არაერთი წიგნის ავტორი, ლიტერატურის კრიტიკოსი, რეჟისორი, ტელეწამყვანი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ბეგბედერი, საქართველოშია. ცნობილი ფრანგი მწერალი ქართველ მკითხველს უკვე შეხვდა და თავისი ახალი რომანი "დამბა ატლანტის ოკეანის წინააღმდეგ" წარუდგინა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე მოგვითხრობს.

ფრანგი მწერალი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. ფრედერიკ ბეგბედერმა საზოგადებას თავი, მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებით, "99 ფრანკით" შეაყვარა.

"ჩემი ბოლო წიგნი კორონავირუსს ეხება. ,,კოვიდი" დროის ის მონაკვეთია, როცა აღმოვაჩინეთ, რომ თავისუფლება ძალიან მყიფეა. თავისუფლება ისეთი რამეა, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გაქრეს არა მხოლოდ ომის, არამედ დაავადების გამოც. ვფიქრობ, თავისუფლებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია. არ არსებობდა არანაირი აწმყო და მომავალი, მხოლოდ წარსულზე ვფიქრობდი, ჩემს ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე, უკეთესი სამყაროს მოგონებებზე. იმედი მაქვს თავისუფლება დაბრუნდება", - ამბობს მწერალი ფრედერიკ ბრეგბედერი.

დღის ამბები