20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ღამისთევით წასვლა ექსკურსიაზე იკრძალება - სკოლებისთვის ახალი შეზღუდვები წესდება

მოსწავლეებს ექსკურსიაზე ღამის თევით წასვლა ეკრძალებათ, მოსანახულებელი ტერიტორია კი, სკოლიდან 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი რეკომენდაციების მიხედვით, არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარის და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ზონებზე. 

"მივესალმებით ექსკურსიებს, მაგრამ ამ დროს, არსებობს საგზაო მოძრაობის კანონი, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულება და არა მხოლოდ ეს, განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში ექსკურსიების წარმოების შესახებ, სადაც დეტალურადაა გაწერილი, ვინ რა უნდა მოითხოვოს, რომ ეს ექსკურსია შედგეს," - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

დღის ამბები