ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. დანარჩენი, 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ბათუმის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან"- ნოდარ დუმბაძეს, რომელიც გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას შენახვა - შეძენას ედავებიან. დუმბაძის განცხადებით, მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. გამოძიება დაწყებულია და მასალები ექსპერტიზაზე გადაგზავნილია . მოსამართლემ დუმბაძე დარბაზიდან ხელწერილით გაათავისუფლა.
აქციაზე ადმინისტრაციული წესით სულ 22 ადამიანი დააკავეს. ბრალდების მხარე მათ პოლიციის კანონიერ მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.