02 მაისი 2024,   14:32
ვრცლად
რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ხანძარს კრიმინალები აქრობენ - ცეცხლმა 500-ზე მეტი სახლი გაანადგურა, არის მსხვერპლი

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სოფელ გრომადსკში პატიმრები და ადგილობრივი კოლონიის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ხანძარი საკუთარი ძალებით ჩაექროთ, რაც ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ მეხანძრე ძალების რესურსების ნაკლებობითაა გამოწვეული. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მცდელობა წარმატებით დასრულდა.

რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა. ხანძარმა 500-ზე მეტი სახლი გაანადგურა, ვითარება კი კვლავ მძიმედ რჩება.

დღის ამბები