02 მაისი 2024,   15:04
ვრცლად
"ქება არ გვჭირდება, ჩვენ აქ არ ვართ სიტყვებისთვის, უკრაინელი ხალხისთვის ვიბრძოლებთ სანამ ცოცხლები ვართ" - "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილ​ე

"აზოვის" ფოლადის ქარხანაში გამაგრებულმა მებრძოლებმა ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ბატალიონის მებრძოლები ამბობენ, რომ კაპიტულაცია არ იქნება, ისინი იარაღის დაყრას და ამით მტრისთვის საჩუქრის გაკეთებას არ განიხილავენ.

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, მხოლოდ გასულ ღამეს, "აზოვსტალზე" 25 დარტყმა განცხორციელდა და ქარხნის ტერიტორიაზე დიდი სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლია, თუმცა პალამარის განცხადებით, მათ არ სჭირდებათ ქება, რადგან ისინი უკრაინელი ხალხისთვის იბრძვიან.

"აზოვსტალი" ძლიერი დაბომბვების ქვეშაა. მხოლოდ გასულ ღამეს 25 დარტყმა განხორციელდა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენებით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. ქვეითი ძალები შტურმის განხორციელებას ცდილობენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქარხნის ტერიტორიაზე დიდი სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლია. ჩვენ აქ არ ვართ სიტყვებისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ჩვენს სამხედრო მოვალეობას ვასრულებთ, ქება არ გვჭირდება. ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ცოცხლები ვართ სამართლიანობისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გასაყვანად," - განაცხადა პალამარმა.

დღის ამბები