02 მაისი 2024,   15:32
ვრცლად
"იყო დღეები, როცა მარიუპოლზე დღე-ღამეში 150-ზე მეტი ავიაიერიში განხორციელდა და ჩვენ ნულოვანი მხარდაჭერა მივიღეთ" - "აზოვის" ბატალიონის დაზვერვის ოფიცერი

"აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებულმა მებრძოლებმა ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ისაუბრეს დანაკარგებზე, რომელიც მტერს მიაყენეს, თქვეს, რომ აპირებენ ყველას უჩვენონ ბრძოლის მაგალითი იმ შესაძლებლობებით, რაც დარჩათ და ამისთვის ქება არ ჭირდებათ.

დაზვერვის ოფიცრის ილია სამოილენკოს განცხადებით, "აზოვსტალში" არსებული ვითარება ისტორიაში უპრეცენდენტოა, იყო დღეები, როცა მარიუპოლზე დღე-ღამეში 150-ზე მეტი ავიაიერიში განხორციელდა და მათ ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.

"მარიუპოლის აღება ბოლო ორთვენახევარია მიმდინარეობს. აქ არსებული ვითარება ისტორიაში უპრეცედენტოა. უკრაინელმა მებრძოლებმა მარიუპოლში 2500 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს და 5000 ოკუპანტი დაჭრეს, რაც მათი არმიის სამხედრო დანაკარგების 15%-ზე მეტია. ჩვენ ასევე გავანადგურეთ 60-ზე მეტი და ზიანი მივაყენეთ მტრის 30 ტანკს, რაც მათი დანაკარგის 10%-ს შეადგენს. ასევე განადგურებულია ოკუპანტების საარტილერიო სისტემების 10%.

იყო დღეები, როცა მარიუპოლზე დღე-ღამეში 150-ზე მეტი ავიაიერიში განხორციელდა და ჩვენ ნულოვანი მხარდაჭერა მივიღეთ. ვერ მივიღეთ ვერც საჰაერო, ვერც სახმელეთო და ვერც საარტილერიო მხარდაჭერა. ჩვენ რეალურად საკუთარი თავის იმედად დავრჩით," - განაცხადა სამოილენკომ.

დღის ამბები