05 მაისი 2024,   14:27
ვრცლად
მარიუპოლიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 170 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 74-ე დღე - რუსეთის საოკუპაციო ძალები იერიშებს განაგრძობენ. ხარკოვში, დაბომბვების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5. მსხვერპლი იყო დონეცკის რეგიონში, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ცეცხლი გახსნეს სუმშიც. ​

ლუჰანსკის რეგიონში სკოლაზე იერიშებს გმობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. უკრაინის კულტურის მინისტრი კი აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა სუმიში ებრაული სასაფლაო დაბომბეს.  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ჩავიდა 170-ზე მეტი ადამიანი. 

რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. გაერთიანებული სამეფო რუსეთიდან და ბელარუსიდან პლატინისა და პალადიუმის იმპორტზე ტარიფებს გაზრდის. ასევე, რუსეთში აიკრძალება ქიმიკატების, რეზინის, პლასტმასისა და მექანიკის დეტალების ექსპორტი. თეთრი სახლი კი სანქციებს უწესებს კრემლის მიერ კონტროლირებად სამ სატელევიზიო არხს, ასევე იქნება სავიზო შეზღუდვები 2 600-ზე მეტი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ. 

დღის ამბები