07 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი"- იენს სტოლტენბერგი

"ნატოს" გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს. სტოლტენბერგი გერმანულ გამოცემა "ველტთან" აცხადებს, რომ ნატო მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლებით ისარგებლოს,"-აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები