03 მაისი 2024,   19:35
ვრცლად
ქუთაისის ოპერის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმა ქუთაისში შეხვედრა გამართა

ქუთაისის ოპერის ინფრასტრუქტურულ და შემოქმედებით განვითარებასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა ქუთაისში შეხვედრა გამართა. განიხილეს ქუთაისის ოპერის ახალი კადრებით გაძლიერების აუცილებლობა იმისთვის, რომ თეატრს სათანადო პირობები ჰქონდეს განვითარებისათვის. გადაწყდა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ქუთაისის ოპერის სცენაზე იმ ადგილობრივი ახალგაზრდების დაბრუნებას, ვინც დედაქალაქის თეატრებსა და ორკესტრებში მუშაობს.

ზოგიერთ შტატზე გაიზრდება ანაზღაურება. შენობის რეაბილიტაციის პროექტირება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, უკვე შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

 

დღის ამბები