15 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს" - თეა წულუკიანი ენმ-ს ინიციატივას ეხმაურება

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის თავდებში დადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი გამოეხმაურა.

თეა წულუკიანის თქმით, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს ჯერ თავი, რეპუტაცია და ნდობა უნდა გქონდეს, მათ კი არც ერთი არ გააჩნიათ.

"თავდებში დადგომა იმისათვის, რომ ადამიანი გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო, იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად - რბილად რომ ვთქვათ უცნაური გამოგონებაა. თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაც უნდა გენდობოდეს, რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ინიციატივის სერიოზულად შესწავლა," - განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები