15 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ვერანაირი აქცია, პერფორმანსი და სხვა მოქმედება ვერ იქნება განმაპირობებელი კონკრეტული მსჯავრდებული პირის მიმართ სტატუსის შეცვლისა - ღუდუშაური

ვერანაირი აქცია და პერფორმანსი ვერ შეცვლის მსჯავრდებულის სტატუსს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპონენტებს მოუწოდებენ იმოქმედონ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებენ.

"მათი მოქმედებები უნდა მოიყვანონ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში, მაგრამ მათ ეს უჭირთ იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური. ვერანაირი აქცია, პერფორმანსი და სხვა მოქმედება ვერ იქნება განმაპირობებელი კონკრეტული მსჯავრდებული პირის მიმართ სტატუსის შეცვლისა. ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზა," - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები