24 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში ჯამში 9 პირი დააკავეს, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები "ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მისი თქმით, დაკავებული ჯუანშერ სიჭინავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

დღის ამბები