27 აგვისტო 2026,   16:56
ვრცლად
აზოველები, შესაძლოა, მედვედჩუკში გადაცვალონ - ლეონიდ სლუცკი

რუსეთი მარიუპოლის მცველების მედვედჩუკში გაცვლას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kiyv Independent ავრცელებს.

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მარიუპოლში სამხედრო ტყვედ აყვანილი​უკრაინელი ჯარისკაცების​ გაცვლას პრო-კრემლისტ პარლამენტის დეპუტატში, ვიქტორ მედვედჩუკში განიხილავს.

უკრაინელი ჯარისკაცები მას შემდეგ ჩაბარდნენ, რაც თვეების განმავლობაში იცავდნენ ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანას მარიუპოლში, დონეცკის ოლქში. მედვედჩუკი ამჟამად სამშობლოს ღალატის ბრალდებითაა დაკავებული.

დღის ამბები