05 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
მარიუპოლში, თავისუფლების გამზირზე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის შენობაში, რუსმა სამხედროებმა გვამების შესანახი ადგილი მოაწყვეს

აგრესორების სისასტიკის მორიგი დამადასტურებელი ფაქტი - მარიუპოლში, თავისუფლების გამზირზე ერთ-ერთი სუპერმარკეტის შენობაში, რუსმა სამხედროებმა გვამების შესანახი ადგილი მოაწყვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, მარიუპოლის მერის მრჩეველი ავრცელებს.

როგორც ანდრიუშენკო წერს, რუსებმა გარდაცვლილთა ცხედრები სწორედ ამ ადგილზე მოიტანეს და დაყარეს. მერის შეფასებით, ეს არაადამინურობისა და ეპიდემიის საფრთხის ვიზუალური დემონსტრირებაა.

დღის ამბები