პირველი "ქუჩის ბაზარი" რუსთავში - ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ პავილიონებში, საკუთარი ნაწარმის წარმოდგენისა და რეალიზაციის საშუალება ადგილობრივ მცირე მეწარმეებს და სტარტაპერებს აქვთ. მონაწილეთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.
ქუჩის მარკეტის მიზანი, ადგილობრივი, ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა.