15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
რამაზ ჯინჭარაძე, "ნაციონალურ მოძრაობას", ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ დასწრების გამო, ამომრჩევლის უპატივცემულობაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ასარჩევად მოიწვია, "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება. სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილებას ცნობაც იგეგმება.

"ქართული ოცნების" წევრი, რამაზ ჯინჭარაძე ოპონენტებს აკრიტიკებს და მათ ამომრჩევლის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

"თუ საკრებულოს წევრი ხარ, შესაბამისად უნდა მიიღო საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, ხალხი გენდო და ნდობის ფაქტორი ისაა რომ, მოგანიჭა მანდატი იმისთვის, რათა მოხვიდე და ემსახურო მოსახლეობას, ის იდეები რაც ბათუმის საკეთილდღეოდ გაქვს გათვალისწინებული შემოხვიდე და განიხილო, - ეს არის ჩემი პასუხი. მე მზად ვარ და ყველა ჩვენი წევრი, რომ ვემსახუროთ ქალაქს და ვაკეთოთ ყველა ის სიკეთე, რაც სჭირდება ჩვენს ბათუმს," - განაცხადა ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში სულ ოთხი პარტიაა წარდგენილი, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ, რის გამოც კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ვერ ტარდებოდა.

დღის ამბები