22 აგვისტო 2026,   04:48
ვრცლად
"ბრძოლა განათლებისთვის" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ბრძოლა განათლებისთვის" - ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი ნაწილი ითხოვს, რომ უნივერსიტეტის რექტორი გადადგეს და ფინალური გამოცდების ფორმატი შეიცვალოს.

აქციის პარალელურად, მეორე კორპუსთან სტუდენტთა გარკვეულმა რაოდენობამ, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა, რომელთა მიზანია, ხელი შეუწყონ შესაბამისი პირობების მქონე საერთო საცხოვრებელის აშენებას.

გამოცდების არადისტანციურად ჩატარებას ემხრობა აკადემიური საბჭო. მათ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ.

"ამ ბოლო პერიოდში აკადემიურმა საბჭომ რაც მიიღო, რომ გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს პირისპირ და აუდიტორიაში. ამას დიდი ხანია ჩვენი ფაკულტეტი იზიარებს და ემხრობა. გარდა თბილისისა საგამოცდო ცენტრი იქნება ქუთაისსა და ბათუმში. ასევე როგორც ვიცი ეს ერთთვიანი საგამოცდო პერიოდი საერთო საცხოვრებელში სტუდენტებს ექნებათ უფასო, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

დღის ამბები