"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. კონფერენცია ამჯერად კახეთში გაიმართა. თელავის თეატრში შეხვედრის დროს ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო. გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკის და კულტურის მიმართულებით.
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის კონფერენციას თელავში 500-ზე მეტი ქალი ესწრებოდა. ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრები უკვე ჩატარდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.