მმართველმა გუნდმა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას და ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.