19 მაისი 2024,   05:39
ვრცლად
საქართველო შესაძლოა 37- ე ქვეყანა გახდეს, სადაც მაიმუნის ყვავილი დადასტურდება

საქართველო შესაძლოა 37-ე ქვეყანა გახდეს, სადაც ახლად აფეთქებული ძველი ინფექცია დადასტურდება.

მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევაზე, ეჭვი პაციენტის კლინიკურმა ნიშნებმა გააჩინა. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი გამოხატული სიმპტომების შემდეგ, თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში და დახმარება ითხოვა. კანზე უცნაური გამონაყარის გამო, ინფექციონისტებმა პროტოკოლის მიხედვით, მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ახლა, კვლევითი ცენტრი აღებულ ნიმუშს სიღრმისეულად იკვლევს და 4-7 დღის პერიოდში დადგინდება, აქვს თუ არა მოგზაურობის ისტორიის მქონე პირს მაიმუნის ყვავილი.

შეუერთდება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მაიმუნის ყვავილის ფაქტებია გამოვლენილი, ინფექციონისტები ყველა შესაძლოს სცენარს განიხილავენ. სამედიცინო დაწესებულებები უკვე გაფრთხილებულია , კლინიკები მობილიზებულია და საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერებულია.

ექიმები ვირუსის განვითარების პანდემიურ სცენარს არ განიხილავენ. ამბობენ, რომ მაიმუნის ყვავილი მარტივად არ ვრცელდება და მხოლოდ ახლო კონტაქტით, წვეთოვანი გზით გადაიცემა.

მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის ვაქცინაციაც განიხილება. საუბარია ყვავილის აცრაზე , რომელიც წლების წინ სავალდებულო იყო. საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტის შემოტანაზეც აწარმოებს. 

მაიმუნის ყვავილმა ენდემური კერა მაისის დასაწყისში გაარღვია და უკვე 36 ქვეყანაში, ლაბორატორიულად, 1000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 

დღის ამბები