19 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
"ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ" - ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერი

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა შეშფოთებულია ბრიტანელების მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო.

"ომის ტყვეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ," - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.

მანამდე, ფაქტს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოეხმაურა.

"ისინი ომის ტყვეები არიან. ეს არის ყალბი განაჩენი, რომელიც აბსოლუტურად არალეგიტიმურია," - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ეგრეთწოდებულმა სასამართლომ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სამივე უცხოელი, "დაქირავებული მებრძოლების" ბრალდებით გაასამართლეს.

დღის ამბები