მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე შეხვდა. ადვოკატმა კლინიკის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.
შოთა თუთბერიძის თქმით, "ქართული ოცნება" იძულებული უნდა გახდეს, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტი დაიცვას.
"ვფიქრობ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს თავისუფლებააღკვეთილი და უფრო მეტიც, მას არათუ შეეზღუდოს, არამედ მოისპოს მისი როგორც პოლიტიკური, ასევე ფიზიკური არსებობაც კი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება", ბუნებრივია, უნდა იქნეს იძულებული, რომ ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტი დაიცვას, კონსტიტუციური სტანდარტი დაიცვას," - განაცხადა თუთბერიძემ.