ლეჩხუმში, ლეგენდარულ ხვამლის მთაზე ხვამლობის დღესასწაული აღინიშნეს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ამ დღეს ტრადიციულად მიდიან მომლოცველები, უცხოელი ტურისტები და ვიზიტორები. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
მრევლთან ერთად სადღესასწაულო წირვას ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ხვამლობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.