24 აგვისტო 2026,   11:37
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. აგრესორები ბოლო ორი დღეა საოკუპაციო ხაზთან მუშაობენ და უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების განცხადებით, უკანონო მოქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

პოლიცია მოსახლეობას პერიმეტრთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივები კი არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის მიღმა დამატებითი ტერიტორიები აღმოჩნდეს.

დღის ამბები