რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ "აფხაზეთში" პროგრამის "დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების" ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ფუტკრის ოჯახით შევსებული სკები და შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ.
აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის ხელშეწყობისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 100-მა აპლიკანტმა მიიღო. გამოვლინდა 58 გამარჯვებული და მათ 370 სკა გადაეცათ.