25 აგვისტო 2026,   20:00
ვრცლად
რექტორის კაბინეტთან კვლავ სტუდენტები დგანან - რა ვითარებაა ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მესამე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი პროტესტს უცვლელი მოთხოვნებით, რექტორის კაბინეტიდან განაგრძობს. მათ რექტორთან შეხვედრა და საკუთარი პრობლემების გაზიარება სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება.

"[რექტორი] არ გვხვდება. ისე დადის უნივერსიტეტში, რომ ვერ შევნიშნოთ, სარდაფებით, დაბლა შემოსასვლელებით მოძრაობს. როდესაც საზოგადოება საუბრობს - "დედა უნივერსიტეტი" და "ცოდნის ტაძარი", ეს აღარ წარმოადგენს ცოდნის ტაძარს და სიწმინდეს, ძალიან დიდი ხანია. იქცა კონკრეტული პირებისთვის სათარეშოდ და წურბელებივით ასხედან უნივერსიტეტს, იპარავენ თანხებს. ამ პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი თანხა გაქრა," - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

ცნობისთვის, სტუდენტებს ოთხი მოთხოვნა აქვთ, რაც ონლაინ გამოცდების ჩატარებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რექტორის გადადგომას და ფინანსურ გამჭვირვალობას გულისხმობს.

დღის ამბები