27 აგვისტო 2026,   18:15
ვრცლად
რუსული ძალები შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გრძელდება - ომის 111- ე დღე უკრაინაში

ომის 111- ე დღე უკრაინაში - სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. რუსული ძალები შეტევით ოპერაციას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე - განადგურებულია სევერდონეცკისკენ მიმავალი ყველა ხიდი.

ოკუპანტები ასევე უტევენ ხარკოვის ჩრდილო - აღმოსავლეთს. ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონის მიმართულებით, დასახლება დავიდოვ ბროდის დასაკავებლად.

რუსეთის თავდასხმების შედეგად, დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულები. მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის სუმის ოლქშიც.

დღის ამბები