24 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
რუსთავის მერმა ახალი სამსახურის, მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია გამართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის - რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია გამართა.

სამსახურის სტრუქტურული რებრენდინგი, ავტოპარკის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, საქართველოს პარლამენტსა და ქალაქის საკრებულოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი -ეს ის სამი ეტაპია, რომლის მეშვეობითაც, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახური შეიქმნა.

გატარებული რეფორმა, რუსთაველებს ახალი მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფს, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მიღებული გამარტივებული მოსაკრებლის საგადასახადო სისტემა, კი დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე, რაც რუსთავს კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

დღის ამბები