24 აგვისტო 2026,   12:29
ვრცლად
"ბორჯომის" მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა, გაფიცულებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, არ მიმართონ რადიკალური ზომებს - ლერი ბარნაბიშვილი

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს და გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მიიღონ რადიკალური ზომები.

მისი თქმით, კომპანია ჯერჯერობით არის კერძო სუბიექტი და სახელმწიფო იქ არ მონაწილეობს. ამდენად, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მედიაციის საშუალება. "ბორჯომის" ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილებული იქნება, ამბობს ბარნაბიშვილი.

"კომპანია ჯერჯერობით არის კერძო სუბიექტი და სახელმწიფო იქ არ მონაწილეობს. ამდენად, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მედიაციის საშუალება. "ბორჯომის" ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი იქნება დაკმაყოფილებული.

ვისაც შევხვდით გაფიცული თანამშრომლების ნაწილს მათ თვითონ აქვთ მოლაპარაკება გასამართი იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გაფიცვის ადგილზე ელოდებოდნენ. თუმცა რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ გაფიცულებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, არ განახორციელონ რადიკალური ზომები როგორიცაა ცენტრალური გზების გადაკეტვა. მათაც უნდათ საკითხის მოგვარება. ისიც ესმით, რომ აღნიშნული ქარხნის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მათი რეგიონისთვისაც. შესაბამისად შეხვედრა იყო კონსტრუქციული,"  – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

დღის ამბები