თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, "მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების" კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსი საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ჩეხი ინსტრუქტორების მიერ ჩატარდა.