რუსთავში კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა. ახალი რეკრეაციული სივრცე, ჟიული შარტავას სახელს ატარებს, ამიტომ მისი გახსნა საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენის ფონზე მოხდა. ასევე მოეწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტიც, სახელწოდებით - "ქართული კინომუსიკა".
ახალი მულტიფუნქციური სკვერი, აერთიანებს საბავშვო და სპორტული სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს, ამფითეატრსა და დასასვენებელ ზონებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.225 მილიონი ლარია.