მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე მეოთხე დღეა უხვი ნალექისგან მიყენებული პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.
გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა იყო ჩამოშლილი და დაიწყო სარეაბილიტაციო პროცესი.
სრულად აღდგენილია ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაც.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ იმისთვის, რომ უამინდობის გამო გათიშული ელექტოენერგია მოსახლეობას მიეწოდოს.