27 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
ენტონი ბლინკენი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ჩინეთის პოზიციის გამო შეშფოთებულია

ენტონი ბლინკენი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციის გამო შეშფოთებულია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეჭვქვეშ აყენებს პეკინის განცხადებას, რომ ის ამ ომში ნეიტრალურია.

ბლინკენის თქმით, რთულია ნეიტრალური იყო კონფლიქტში, სადაც აშკარა აგრესორი და მსხვერპლი იკვეთება.

"დღეს, შემიძლია განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს თითქმის 368 მილიონი დოლარის დამატებით დახმარებას, მათ შორის საკვებს, უსაფრთხო სასმელ წყალს, ფულად დახმარებას, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის მხარდაჭერას.

უკრაინაში 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი აგრესიის დაწყების შემდეგ. ეს უკრაინის მთელი მოსახლეობის მეოთხედზე მეტია. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არის რუსეთის მიერ ოდესაში შავი ზღვის პორტების ბლოკადა. ვნახოთ, მიიღო თუ არა რუსეთმა ეს გზავნილი. ჩვენ ვნახავთ მისი ქმედებებს უახლოეს დღეებში და კვირებში, რეალურად თანამშრომლობს თუ არა ის გაეროს მიერ გაწეულ ძალისხმევასთან.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩინეთისა და რუსეთის დაახლოებით. ახლა, რასაც პეკინი აცხადებს არის ის, რომ ნეიტრალურია. დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ რთულია იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არის აშკარა აგრესორი და არის აშკარა მსხვერპლი. ეს ნათელი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის სიცოცხლისთვის, არამედ საერთაშორისო წესრიგისთვისაც, რომელიც ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, უნდა დაიცვან. ასე რომ, ვფიქრობ, ძნელია ნეიტრალური იყო ამ საკითხში", - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები