18 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
მაქსიმ გალკინი თბილისში ჩამოდის - შოუმენი კონცერტს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამართავს

შოუმენი მაქსიმ გალკინი საგასტროლო ტურის ფარგლებში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად თბილისში გამოსვლას გეგმავს.

როგორც ქართული პორტალი  Biletebi.ge წერს, კონცერტი 15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა კი 25 ივლისიდან დაიწყება.

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, გალკინის ოფიციალურ საიტზე საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ განთავსებულა. ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე შოუმენს გამოსვლები აქვს დაგეგმილი თურქეთში, ლატვიაში, ფინეთში, ესტონეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ჩეხეთში. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაქსიმ გალკინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. ცოლთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად ის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ცოტა ხნის წინ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი ისრაელიდან ლატვიაში, იურმალაში გადასახლდა. 

 

დღის ამბები