03 ივლისი 2026,   19:11
ვრცლად
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად ალექსანდრუ მუნტეანუმ დაასახელა, რომ მანდატის საკუთარი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად განხორციელებას ვეღარ შეძლებდა.

უფლებამოსილება მთავრობის მთელ შემადგენლობასაც შეუწყდა. მთავრობის დაშლას წინ უძღოდა პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი სკანდალები. მედიის ცნობით, პრეზიდენტ მაია სანდუს ბიძაშვილი, ანასტასია ტაბურჩანუ, სახელმწიფო კომპანია "მოლდატსაში" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად პირდაპირი წესით დაინიშნა. მისი ანაზღაურება ქვეყნის საშუალო ხელფასს 8-ჯერ, ხოლო პრეზიდენტის ხელფასს 4-ჯერ აღემატებოდა.

ამ ფონზე, თავად მაია სანდუ ნეპოტიზმს უარყოფს და აცხადებს, რომ ბიძაშვილის დასაქმებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. პარალელურად, გაირკვა, რომ "მოლდატსას“ ხელმძღვანელს ყალბი დიპლომი და პილოტის მოწმობა აღმოაჩნდა.

ქვეყანაში, მიმდინარე კვირას, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

დღის ამბები