22 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან პასუხისმგებლობის კარგად გათავისება - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ დეპოლარიზაციის ხარისხის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ თავისი პასუხისმგებლობა გაითავისოს. ქართული ოცნების წევრი მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება 12 პუნქტზე მუშაობას სრული პასუხისმგებლობით და სერიოზულობით აპირებს:

"პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ეს უმნიშვნელოვანესი იქნება, ეს ცალკე პუნქტის სახითაც არის გამოყოფილი და მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან პასუხისმგებლობის კარგად გათავისება, თუ რასთან აქვთ საქმე.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც ამ 12 პუნქტის სახით გამოიკვეთა, ხელისუფლება ამაზე სრული სერიოზულობით გეგმავს მუშაობას. ვფიქრობ, რომ ეს შეუმჩნეველი არავისთვის დარჩება და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული. რაც უფრო მეტად იქნება შემოერთებული ოპოზიცია ამაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად წარმოაჩენს თვითონ პროცესს, მაგრამ ევროპაშიც კარგად ესმით, რომ ოპოზიციის მაგიდასთან ყოფნა მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები