26 დეკემბერი 2024,   23:44
ვრცლად
"კურიერმა" იპოვა სახლი, სადაც გამოძიების ინფორმაციით, სამმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მხარეები ფინანსური დავის გასარჩევად შეკრიბა

ქურდული გარჩევა ლოტკინზე - "კურიერმა" იპოვა სახლი, სადაც გამოძიების ინფორმაციით, სამმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მხარეები შეკრიბა და ფინანსური დავა დისტანციურად გაარჩია, საუბარია ოქროს მონეტების საქმეზე, კერძო პირმა. თურქეთიდან მეორე მხარეს ჩამოატანინა ოქროს მონეტები, რომლის ნახევარიც ყალბი აღმოჩნდა, დამკვეთს და მყიდველს შორის ფინანსური დავა სწორედ ამ მიზეზით დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში ე.წ. ქურდები, მინდია გორაძე, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი ჩართეს. მონეტების საქმეზე რამდენიმე გარჩევა მოეწყო, მათ შორის როგორც თურქეთში, ასევე თბილისში.

"კურიერი" იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა ჩატარდა და მას დისტანციურად ესწრებოდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე და ზვიად პაპიაშვილი. რაც შეეხება სახლის მეპატრონეს, იგი კატეგორიულად უარყოფს, რომ მის სახლში რაიმე სახის გარჩევას ჰქონდა ადგილი, თუმცა სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და გამოკითხვაზე წაიყვანეს ოჯახის ერთ-ერთ წევრი. გამოკითხვაზე, მან დაადასტურა, რომ მათი უბნელი არის ე.წ. კანონიერი ქურდი ზვიად პაპიაშვილი და მას, მხოლოდ შორიდან იცნობენ. პაპიაშვილი საქართველოში ბოლო 20 წელია არ ცხოვრობს.

"კურიერის" ინფორმაციით, მინდია გორაძისთვი ბრალის წარდგენა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიებამ მის წინააღმდეგ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები. რაც შეეხება დაკავებულებს, პასუხისგებაში ამ დროისთვის მიცემულია 9 პირი, საიდანაც დაკავებულია 7 პირი, ხოლო 2, როგორც ცნობილია საქართველოში არ იმყოფება და მათთვის ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდა. დაკავებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიებაზე სასამართლო დღეს გვიან, ან ხვალ იმსჯელებს.

პოლიციამ ფინანსური დავის ე.წ. "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტზე სულ შვიდი პირი აჭარაში, თბილისსა და რუსთავში დააკავა ". ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს. გამოძიების ინფორმაციით, მყიდველმა ყალბ ოქროში გადახდილი ფულის დაბრუნების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდ" მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის, ასევე საქმეში ჩაერთნენ ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილიც

 

დღის ამბები