"სახეები და დეტალები" - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ზინკა ბარნოვის ფოტოების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფის 40-მდე ნამუშევარი, რომელზეც აღბეჭდილია ცნობილი ადამიანების პორტრეტები, ქართული თუ მსოფლიო კულტურული სივრციდან.
28 აგვისტოს, ხელოვნების მუზეუმი სეზონს სწორედ ამ გამოფენით დახურავს.