25 აგვისტო 2026,   15:46
ვრცლად
ზუგდიდში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ზუგდიდში, ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალი "კოლხი და...", ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილეები გიორგი გაბუნია და ელიზბარ ხაჩიძე, საპატიო სტუმარი იყო ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე, ლალი სეთურიძე. 

მეგრული სიმღერის უბადლო შემსრულებლისა და გადამრჩენის, დიდი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალი "კოლხი და..." 2019 წელს, "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა.

ფესტივალის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში დედაქალაქისა და რეგიონების ქართული ფოლკლორული ანსამბლები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგებიან, გაიმართება ტრადიციულ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალი დასრულდება გალა კონცერტით, რომელიც ანაკლიაში, ძველი ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.

დღის ამბები