წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.