02 მაისი 2024,   12:37
ვრცლად
"ერალაშის" რეჟისორს პედოფილიის გამო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსული საბავშვო იუმორისტული კინოჟურნალის "ერალაშის" სცენარისტი და რეჟისორი ილია ბელოსტოცკი პედოფილიის ბრალდებით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნეს, სადაც მას 14 წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევს.

რუს რეჟისორს 12-დან 14 წლამდე მოზარდებთან გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

"ერალაშის" რეჟისორი უკვე ერთი წელია წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ამ ერთი წლის განმავლობაში ახლობლებმა მოახერხეს მისი უეცარი გაუჩინარებისა და სისხლის სამართლის საქმის დამალვა. ახლობლების მტკიცებით, ის მძიმედ იყო ავად და კავშირზე ამის გამო არ გამოდიოდა.

დღის ამბები