არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქართული ჯარის კვების რაციონს გაეცნენ.
ისინი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.
პროდუქტის ხარისხსა და სასადილოებს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს. ყველა სამხედრო ნაწილში განახლებულია სასადილო და კვების ობიექტები.